Thumbnail
  • ტონი კასკარინოს TOP 5 ინდივიდუალური გოლი
  • ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემაში ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩიეს

წარსულში ცნობილმა ირლანდიელმა ფორვარდმა ტონი კასკარინომ, რომელსაც ასტონ ვილაში, ჩელსიში, სელტიკში და მარსელში უთამაშია, The Times-ში მისი აზრით, TOP 5 ინდივიდუალური გოლი ჩამოთვალა. სხვა ცნობილ გამოცემებთან ერთად, ირლანდიელი The Times-შიც მოღვაწეობს. 

მეტი ამ თემაზე:

მის ხუთეულში კი ქართველი გიორგი ქინქლაძის გოლი მოხვდა, რომელიც მან საუთჰემპტონს გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში კორეელმა ჰეუნ-მინ სონმა საოცარი სილამაზის სოლო გოლი გაიტანა ბარნლის კარში. კასკარინოს ხუთეულის შედგენის მიზეზიც ეს გოლი გახდა, რომელიც ირლანდიელმა მე-3 პოზიციაზე გაიყვანა. პირველ ადგილზე დიეგო მარადონას გოლია ინგლისის ნაკრების კარში.  

📺 გიორგი ქინქლაძის გოლი საუთჰემპტონის კარში

Goal of the Day: Kinkladze (1996)

No-one is stopping Georgi Kinkladze 🇬🇪 #GoalOfTheDay

Posted by Premier League on შაბათი, 25 მაისი, 2019

კასკარინოს  TOP 5 სოლო გოლი. The Times

1. დიეგო მარადონა V ინგლისის ნაკრები. 1986 წ.

2. რაიან გიგზი V არსენალი. 1999 წ.

3. ჰეუნ-მინ სონი V ბარნლი. 2019 წ.

4. გიორგი ქინქლაძე V საუთჰემპტონი. 1996 წ.

5. ჟორჟ ვეა V ვერონა. 1996 წ.

კომენტარები

ბოლო ამბები