Thumbnail
  • მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომმა რუსეთის დასჯას გადაწყვიტა
  • რუსეთს დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ოთხი წლით აუკრალეს
  • რუსეთი ვერც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოვა და ვერც ყატარის მუნდიალზე

რუსეთი დასაჯეს. ამ ქვეყნას ოთხი წლით აუკრალებს მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის კომიტეტის რეკომენდაციას, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. სასჯელის მიზეზი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა გაყალბებაა. რუსეთს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 21-დღიანი ვადა აქვს.

რუსეთის სპორტული სამყარო WADA-ს გადაწყვეტილებით შოკირებულია

 

WADA-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, დიდ ტურნირებზე გამოსვლა მხოლოდ "სუფთა" რუს სპორტსმენებს შეეძლებათ, ოღონდ - ნეიტრალური დროშით და ჰიმნის გარეშე.

WADA მოსკოვის ლაბორატორიის საქმიანობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა, ამ წლის შემოდგომით კი საერთაშორისო სკანდალი ლაბორატორიაში გამოვლენილ გაყალბებულ მონაცემებს მოყვა.

შეგახსენებთ, რომ დოპინგ-სკანდალის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ-ი) რუსეთი ერთხელ უკვე დასაჯა და 2018 წელს, პიონჩანში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუს სპორტსმენებს ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ მისცა

ზამთრის ბოლო  ოლიმპიადაზე რუსეთის დროშა არ აფრიალებულა 

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წელს ჩატარდება, მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში კი ყატარი 2022 წელს უმასპინძლებს.

აკრძალვა არ ვრცელდება ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე, რადგან უეფას WADA-სთან ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები