Thumbnail

უბერებელი ბეტისელი – ხოაკინმა დი სტეფანოს რეკორდი დაამხო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხოაკინმა ჰეთ-თრიკი ბილბაოსთან მატჩში შეასრულა
  • ესპანელი ფეხურთელი 38 წლისა და 140 დღის გახლავთ

ესპანური ბეტისის უბერებელი ნახევარმცველი ხოაკინი ლა ლიგის ისტორიაში ჰეთ-თრიკის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა.

დღეს, ბეტისელებმა ბილბაოს ატლეტიკს 3:2 სძლიეს, სამივე გოლი 38 წლისა და 140 დღის ხოაკინმა გაიტანა და ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი დაამხო.

მადრიდის რეალის ექს-ფორვარდი 37 წლისა და 255 დღის იყო, როდესაც 1964 წლის 15 მარტს ჰეთ-თრიკი შეასრულა.

📺 ხოაკინის ჰეთ-თრიკი ბილბაოსთან

ხოაკინმა გოლები მე-2, მე-11 და მე-20 წუთებზე შეაგდო და ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-7 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი საწყის 20 წუთში დააფიქსირა.

ბოლოს, ასეთი რამ 2015 წელს მოხდა, თავი კი პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები