Thumbnail
  • დუდა სანაძე ოლივეირენშეს რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ
  • ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება

ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ოლივეირენშე ილიაბუმთან საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა – 78:83. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 16:27 დათმეს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 29:41 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ოლივერირენშემ პორტუგალიურ ლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო და 7 გამარჯვებით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 დეკემბერს, სტუმრად, აუტსაიდერ ტერსეირასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები