Thumbnail
  • მინო რაიოლამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე კომენტარი გააკეთა
  • აგენტის თქმით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია

სპორტული მედია დიდი ხანია წერს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის იტალიაში დაბრუნება გადაწყვეტილია. მეტიც: გავრცელდა ცნობები, რომ 38 წლის შვედი თავდამსხმელი მილანს კონტრაქტზე შეუთანხმდა და მისი ‘როსონერი’ მის ტრანსფერს 15 დეკემბერს დაადასტურებს.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ ‘გაძეტა დელო სპორტისთვის’ მიცემულ ინტერვიუში უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ ზლატანის მილანში დაბრუნება გადაწყვეტილია. მისი თქმით, ჯერ ისიც კი არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას იბრა.

კითხვაზე, დაიხურა თუ არა იბრაჰიმოვიჩისთვის სხვა ქვეყნის კლუბების კარი მას მერე, რაც მან განაცხადა, რომ მალე იტალიაში დაბრუნდება, რაიოლამ ასე უპასუხა: “რატომ უნდა ვთქვა, რომ დაიხურა? სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის მაინცდამაინც იტალიაში დაბრუნდეს. ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ზლატანი კარიერას არ ამთავრებს. იბრაჰიმოვიჩი ჯერ კიდევ კარგ ფორმაშია.” - უთხრა რაიოლამ ‘გაძეტა დელო სპორტს’.

მინო რაოლა მარიო ბალოტელიც აგენტიცაა

შეგახსენებთ, რომ შვედს ლოს ანჯელეს გელექსისთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და იბრა MLS-ში არ რჩება. მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ფავორიტებად მილანი, ნაპოლი და ბოლონია მიიჩნევიან. ზლატანმა კარიერა მალმიოში დაწყო, ამერიკაში გადაბარგებამდე კი აიაქსში, იუვენტუსში, ინტერში, ბარსელონაში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები