Thumbnail

ყვითელაშვილის ვერცხლი – მორისი მხოლოდ ოლიმპიურ პრიზიორს ჩამორჩა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერი მორის ყვითელაშვილი ხორვატიის დედაქალაქში გამართული საერთაშორისო ტურნირის Golden Spin of Zagreb 2019 ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მორის ყვითელაშვილი Golden Spin of Zagreb-ზე 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 81.10 ქულა მიიღო და მხოლოდ ალექსეი ბიჩენკოს (ისრაელი, 81.31) ჩამორჩა.

მორისმა თავისუფალ პროგრამაში 155.5 ქულა (78.35 ტექნიკური ელემენტებისთვის+77.20 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და მართალია, ეს, მე-4 შედეგი იყო, საერთო ჯამში, ჩვენებურმა მე-2 ადგილი დაიკავა.

ქართველ სპორტსმენს, რომელსაც 236.65 ქულა მოუგროვდა, მხოლოდ ამერიკელმა ჯეისონ ბრაუნმა (242.39) გაუსწრო. საინტერესია, რომ ეს უკანასკნელი 2014 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი გახლავთ. მე-3 ადგილზე რუსი მაკარ იგნატოვი (229.22) გავიდა.

საინტერესოა, რომ ხსენებულ ბიჩენკოს ფინალური გამოსვლა აშკარად “ჩაუვარდა” და 213.13 ქულით მე-8 პოზიციას დასჯერდა

კომენტარები

ბოლო ამბები