Thumbnail

NBA | პირველად მაიკლ ჯორდანის შემდეგ - ლუკა დონჩიჩმა ისტორიული შედეგი გაიმეორა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დალას მავერიკსმა ნიუ ორლეანსთან Blowout-გამარჯვება იზეიმა
  • ლუკა დონჩიჩი და ბობან მარიანოვიჩი შეუჩერებლები იყვნენ
  • სლოვენიელმა მაიკლ ჯორდანის მიღწევა გაიმეორა

დალასი NBA-ში ერთ-ერთ უმთავრეს თემად რჩება - მავერიკსმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერ ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ყველაზე ახლოსაა!

ნიუ ორლეანს პელიკანსთან 130:84 მოგებული მატჩი არა მხოლოდ დალასის მე-16 გამარჯვება გახლდათ, არამედ ეს იყო ტექსასელთა მესამე მოგება ამ სეზონში მინიმუმ 40-ქულიანი უპირატესობით. ეს მავერიკსის ისტორიაში რეკორდია.

ლუკა დონჩიჩთან ერთად, რომელმაც ბრწყინვალე თამაშს დიდი ხანია, მიგვაჩვია (26 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა, შესანიშნავად ითამაშა საკულტო ბიგ მენმა, ბობან მარიანოვიჩმა - სერბმა 15 ქულით და 16 მოხსნით ამ სეზონში ორმაგი დუბლი პირველად შეასრულა.

📺 ვიდეო: ბობან მარიანოვიჩის ორმაგი დუბლი

დონჩიჩისთვის კი ეს ზედიზედ მე-18 ისეთი მატჩი იყო, რომელშიც მან მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი გააკეთა. ამით სლოვენიელმა NBA-ს ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის 1988/89 წლების სეზონის მიღწევა გაიმეორა. მომდევნო მატჩი დალასს საკრამენტოსთან აქვს და დონჩიჩს ჯორდანის რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის მომენტები ნიუ ორლეანსთან

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები