Thumbnail

დეჟა ვუ? ლუის სუარესმა პატრიკ კლუივერტის გოლი გაიმეორა - ისევ მალიორკას კარში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლუის სუარესის გოლი მალიორკას კარში ბრწყინვალე იყო
  • 17 წლის წინათ ბარსელონამ მალიორკას მსგავსი გოლი გაუტანა

მალიორკასთან 5:2 მოგებულ მატჩში ბარსას ყველა გოლი ბრწყინვალე იყო, თუმცა ლუის სუარესის მიერ ქუსლით გატანილი მაინც თამაშის მშვენებაა. ბევრის აზრით, სუარესმა, შესაძლოა, სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა. მან ფრენკი დე იონგის პასი მიიღო და ისე დაარტყა ქუსლით, რომ სტუმართა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

ეს ყველაფერი ძალზე ორიგინალური იყო, თუმცა ლა ლიგაში მსგავსი გოლი ნამდვილად უნახავთ - ასევე ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში (ოღონდ ბალეარის კუნძულებზე) და კვლავ მალიორკას კარში. 2002/03 წლების სეზონი იყო. ჩავიმ პატრიკ კლუივერტი მოძებნა, ჰოლანდიელმა ბურთი მენდიეტასთან გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ მდგომმა მას ბურთი თავზე ქუსლით გადაუგდო.

პატრიკ კლუივერტის გოლი

კომენტარები

ბოლო ამბები