Thumbnail

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის მთავარ მატჩში მანჩესტერ სიტი შინ იუნაიტედთან 1:2 დამარცხდა და ახლა ლიდერ ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამორჩება!

პირველ ტაიმში ოლე გუნარ სულშერის გუნდი მარკუს რაშფორდმა პენალტით დააწინაურა, მალევე ანტონი მარსიალმაც გაიტანა. 85-ე წუთზე სიტის შანსი ნიკოლას ოტამენდის გუნდმა მისცა, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდი მარცხს ვერ გადაურჩა. 

რაშფორდმა თავისი მოპოვებული პენალტი გაიტანა

ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი): "ეს მატჩი დიდხანს დაგვამახსოვრდება. თამამად მივდიოდით წინ და ვუტევდით, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მანჩესტერ სიტი საოცარი გუნდია. ასეთ გუნდთან, ასეთი შედეგის მიღწევა და თან ამდენი მომენტის შექმნა საოცარია.

ჩვენ დღეს 3-4 ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო, რომ არა სიტის მეკარე. სიტის ბურთს იოლად ვერ წაართმევ. მათ შეუძლიათ ეს ძვირად დაგისვან, თუმცა ყოველი შეტევისას სახიფათონი ვიყავით. მთავარი ის არაა, სად მოიპოვებ ბურთს, მთავარი ამ ბურთით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა".

კომენტარები

ბოლო ამბები