Thumbnail
  • ბორნმუთი 0:3 ლივერპული
  • იურგენ კლოპის პირველი კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში იურგენ კლოპის ლივერპულმა სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა ბორნმუთი - 3:0 და ცხრილს 46 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. 

გოლები ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ნაბი კეიტამ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. ეს სალაჰის მე-7 გოლია პრემიერლიგის სეზონში.

ლივერპულმა დიდი პაუზის შემდეგ კარი მშრალად შეინახა

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ისე ვთამაშობდით, რომ თვალს ვერ მოაცილებდი მოედანს. დღეს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ ჩვენს კართან და ეს ძალიან მაგარია - თითქმის იდეალური მატჩი!

არაფრის თქმა არ მინდა იმ დიდებულ გუნდებზე, სადაც მიმუშავია, მაგრამ ეს გუნდი განსაკუთრებულია. ეს რომ არა, ლივერპულის ფანების ოცნებას ვერ ავასრულებდით. ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცე ხასიათი. ეს ამ გუნდს აქვს".

კომენტარები

ბოლო ამბები