Thumbnail

დიდი გამარჯვება - კაზაკოვამ და რევიამ ტურინში ფინალური გრან პრი მოიგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ფინალური გრან პრი მოიგო
  • ქართველებმა თავისუფალ პროგრამაში 106,14 ქულა დააგროვეს

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით ოქროს მედლები მოიგო. იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ ორგანიზებული გრან პრის ფინალური ეტაპი მიმდინარეობდა, ქართველმა სპორტსმენებმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და გამარჯვება იზეიმეს.

📺 მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას თავისუფალი პროგრამა

იუნიორებს შორის ყინულზე ცეკვაში შეჯიბრში მსოფლიოს 6 საუკეთესო წყვილი ჩაება. რითმული ცეკვების შესრულების შემდეგ, ქართველები პირველ ადგილს იკავებდნენ. მათ 68,76 ქულა ჰქონდათ.

კაზაკოვამ და რევიამ 7 დეკემბერს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზეს, სადაც 106,14 ქულა დააგროვეს და ამერიკელ წყვილს 0,12 ქულით აჯობეს. ქართველ მოციგურავეებს საბოლოო ჩათვლაში 174,9 ქულა დაუგროვდათ და ამერიკელებს 0,16 ქულით აჯობეს, ხოლო მესამეადგილოსან რუსებს 10,68 ქულით გაუსწრეს.

კომენტარები

ბოლო ამბები