Thumbnail

36-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა - აიაქსი ვილემთან დამარცხდა

  • აიაქსი 0:2 ვილემ II - ტენ ჰაგის გუნდი ისევ ლიდერია
  • ამსტერდამელთა 2-წლიანი წარმატებული სვლა შეაჩერეს

ამსტერდამის აიაქსმა ერედივიზიონის მე-16 ტურში ვილემ II-ს უმასპინძლა და 0:2 წააგო. მასპინძლებმა ამ მარცხით, ერედივიზიონში, საშინაო არენაზე 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს, რომელიც 2017 წელს უტრეხტთან მარცხის შემდეგ დაიწყო.

სტუმრებმა მეტოქეს გოლები 42-ე და 78-ე წუთებზე გაუტანეს, რითიც 3 ქულა მოიპოვეს და პსვ-ს გადაასწრეს. მათ ჩემპიონატში 29 ქულა დაუგროვდათ და მე-3 ადგილზე არიან.

ტენ ჰაგის კლუბი 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარ ალკმაარს 6 ქულით უსწრებს. აიაქსი პირველ წრეს 22 დეკემბერს დენ ჰააგთან მატჩით ასრულებს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ვალენსიას უმასპინძლებს.

აიაქსი (4-2-3-1): ონანა - ტალიაფიკო, ბლინდი (მაზრაუი 80), ველტმანი, დესტი - მარტინესი, ვან დე ბეეკი - ლანგი (დე იონგი 57), ზიეჩი, ტადიჩი - ჰუნტელაარი (ტრაორე 79)

აიაქსი 0:2 ვილემ II

აიაქსი 0:2 ვილემ II - მასპინძლებმა საკუთარ მოედანზე 36-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები