Thumbnail
  • ჩელენჯ ქაფზე მესამე ტური დაიწყო - 7 ქართველი მორაგბე სამ მატჩში
  • ნიკოლოზ ხატიაშვილისა და ლექსო ყაულაშვილის ლელოები ევროტურნირზე

ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში ნიკოლოზ ხატიაშვილის, დავით მესხისა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ კასტრს უმასპინძლა და 12:28 დამარცხდა. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ნიკოლოზ ხატიაშვილმა მატჩის 59-ე წუთზე ლელო დადო.

ნიკოლოზ ხატიაშვილის ლელო ჩელენჯ ქაფზე კასტრთან

ნიკოლოზ ხატიაშვილის ლელო ჩელენჯ ქაფზე კასტრთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 დეკემბერი, 2019

ენისეიმ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. რუსული კლუბი ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მომდევნო სამ მატჩს უკვე გასვლაზე ითამაშებს. შეხვედრას ქართველი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებმაც მატჩის დასრულების შემდეგ ქართველ მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

ქართველები ჩელენჯ ქაფის მატჩის შემდეგ

ლექსო ყაულაშვილისა და ბექა გორგაძის ბორდომ აჟენს სტუმრად 73:3 მოუგო. სტუმრებმა მეტოქეს 11 ლელო დაუდეს. ყაულაშვილმა მატჩის 23-ე წუთზე შეხვედრის მესამე ლელო დადო. ბორდოს 12 ქულა აქვს და მე-3 ჯგუფს ედინბურგთან ერთად ლიდერობს, რომელმაც ზურა ჟვანიას უოსპსს 31:20 სძლია - ჟვანიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები