Thumbnail

ბასილაშვილმა იუნკერებთან ივარჯიშა - მზადება ავსტრალიისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი 10-ის დებიუტანტ კლუბთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილმა ივარჯიშა
  • იუნკერები დიდი 10-ის მატჩებისთვის ემზადებიან
  • ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებას განაგრძობს

დიდი 10-ში მოასპარეზე გუნდის, იუნკერების ოფიციალურ გვერდზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა.

ქართველი ჩოგბურთელი იუნკერებს ავჭალის ხელოვნურსაფარიან მინდორზე ეწვია და მათთან ერთად ივარჯიშა. იუნკერებისთვის ეს სეზონი დიდ 10-ში სადებიუტოა. ისინი წელს ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან - დებიუტანტ კლუბს ამ სეზონში 2 მოგება აქვს. ისინი ცხრილში 15 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

მათი მომდევნო მეტოქე 14 დეკემბერს ქუთაისის აია იქნება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება და გუნდები სეზონს თებერვალში გააგრძელებენ.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, რომელიც 2020 წლის 20 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და იუნკერები

 

კომენტარები

ბოლო ამბები