Thumbnail

ქართული სენსაცია ტურინში - კაზაკოვა და რევია გრან პრიზე გალიდერდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფიგურული ციგურაობის ქართულ წყვილს უშეცდომო გამოსვლა ჰქონდა
  • მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას თავისუფალი პროგრამა 7 დეკემბერს ელით

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით ნამდვილი სენსაცია მოახდინა იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ ორგანიზებული გრან პრის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

იუნიორებს შორის ყინულზე ცეკვაში შეჯიბრში მსოფლიოს 6 საუკეთესო წყვილი ჩაება, რითმული ცეკვების შესრულების შემდეგ კი, პირველ ადგილზე სწორედ ქართველი სპორტსმენები იმყოფებიან, რასაც არავინ ელოდა.

📺 მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას მოკლე პროგრამა

კაზაკოვამა და რევიამ ტურინის ოლიმპიურ არენა "პალაველაზე" უშეცდომოდ ისრიალეს და მსაჯებისგან 68.76 ქულა (37.78 ტექნიკური ელემენტებისთვის+30.98 პროგრამული ომპონენტებისთვის) დაიმსახურეს, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ქართველმა მოციგურავეებმა ამერიკელებს მხოლოდ 0.4 ქულით გაუსწრეს და იქვე რუსული წყვილებიც მოდიან, ამდენად, თავისუფალ პროგრამაში, რომელიც 7 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები