Thumbnail
  • იურგენ კლოპი ასტონ ვილასთან მატჩს ვერ დაესწრება
  • ლივერპული ლიგის თასის შეხვედრას მეორე გუნდით გამართავს

17 დეკემბერს, ლივერპული ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში ასტონ ვილას უნდა შეხვდეს. დღეს გაირკვა, რომ მერსისაიდელები ამ მატჩს მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის და ძირითადი გუნდის გარეშე ჩაატარებენ. ამის მიზეზი ყატარში დაგეგმილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც 11 დეკემბერს იწყება და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

“სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა,” - განაცხადა კლოპმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე. საქმე ისაა, რომ ასტონ ვილასთან მატჩიდან 24 საათში ლივერპულმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი უნდა ჩაატაროს.

ბირმინგემში დაგეგმილ მატჩში გერმანელს ლივერპულის 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ნეილ კრიტჩლი შეცვლის.

“დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ თამაშზე, მაგრამ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ეს გადაწყვეტილება იდეალური არ არის, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად იდეალური იყოს,” - აღნიშნა კლოპმა. ასტონ ვილასთან არც ლივერპულის ვარსკვლავები ითამაშებენ.

“მეორე გუნდის ფეხბურთელებს, რომლებიც ამ შეხვედრას ჩაატარებენ, არანაირი წნეხი არ ექნებათ. მათ მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის უნდა იბრძოლონ და ფეხბურთის თამაშით ისიამოვნონ,” - დასძინა კლოპმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები