Thumbnail

ლონდონის ჩელსი, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე არსებული შეზღუდვები მოეხსნა, ზამთრის ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს.

The Telegraph-ის ცნობით, “არისტოკრატთა” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდათან კონსულტაციები უკვე გაიარა და მზადაა, ახალი ფეხბურთელების შესაძენად 117 მილიონი ევრო (150 მილიონი ფუნტი) გამოყოს.

როგორც ირკვევა, ჩელსის ცენტრალური და ფლანგის თავდამსხმელების შემატება სურს, ლონდონელთა სასურველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: მუსა დემბელე (ლიონი), უილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი), ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ბენჯამინ ჩილველი (ლესტერი) და ნათან აკე (ბორნმუთი).

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 15 ტურის თავზე ჩელსის 29 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 7 დეკემბერს, სტუმრად, ევერტონთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები