Thumbnail
  • ბუტაევამა და ბერულავამ ამერიკელ მეტოქეებს აჯობეს
  • ზაგრებში ჩემპიონობისთვის მორის ყვითელაშვილიც იბრძვის

ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში დიდ წარმატებას მიაღწია ქართულმა წყვილმა ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით.

ქართველმა სპორტსმენებმა იუნიორებს შორის სპორტულ წყვილებში შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და მოკლე პროგრამაში 51.32 ქულით (30.64 ტექნიკური ელემენტებისთვის+20.68 პროგრამული კომპონენტებისთვის) მე-3 შედეგი დააფიქსირეს, თავისუფალ პროგრამაში კი 91.22 ქულით (46.82 ტექნიკური ელემენტებისთვის+44.40 პროგრამული კომპონენტებისთვის) საუკეთესოები იყვნენ.

ბუტაევამა და ბერულავამ საერთო ჯამში 142.54 ქულა მოაგროვეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს, მეორე-მესამე ადგილები კი ამერიკულმა წყვილებმა გაინაწილეს, შესაბამისად, 132.70 და 132.59 ქულით.

ზაგრებში იმყოფება საქართველოს ნაკრების ლიდერი მორის ყვითელაშვილიც, რომელიც ასევე ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტად მიიჩნევა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 81.10 ქულა (43.95 ტექნიკური ელემენტებისთვის+38.15 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და ისრაელის წარმომადგენელი ალექსეი ბიჩენკოს (81.31) შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა, მე-3 მაჩვენებელი კი ამერიკელ ჯეისონ ბრაუნს (79.44) ჰქონდა.

შეამჩნევდით, რომ ლიდერებს შორის ძალიან მცირე სხვაობაა, ამდენად, თავისუფალ პროგრამაში, რომელიც 7 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები