Thumbnail

ჯოშუა რევანშისთვის ემზადება - არ გამოტოვო, კვირას დიდი ბრძოლა გველის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კვირას 00:45-ზე საუდის არაბეთის ქალაქ - დირიაში ბრიტანელი მძიმეწონოსანი - ენტონი ჯოშუა მექსიკელ-ამერიკელი ენდი რუისის წინააღმდეგ რევანშის აღებას შეეცდება.

‘შეტაკება ქვიშაზე’ - ასე უწოდებენ უკვე მოახლოებულ ბრძოლას, ‘ქუხილი ჯუნგლებში’-ის მსგავსად, სადაც 1974 წელს ზაირში მოჰამედ ალიმ ჯო - ფრეზერი დაამარცხა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ენტონი ჯოშუა
  • ენდი რუისი ჯუნ.

ენდი რუისმა ჯოშუა ივნისში ნიუ იორკის მედისონ სქუეარ გარდენში, მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა - ეს იყო ენტონი ჯოშუას პირველი მარცხი პროფესიულ რინგზე.

პირველ მარცხთან ერთად, ეს ასევე გახლდათ ‘ეიჯის’ პირველი ბრძოლა ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, რაც მისი თანამემამულის - ლენოქს ლუისის მსგავსად კრახით დასრულდა.

ლენოქსმა ამერიკის და ბრიტანეთს გარეთ პირველად 2001 წელს ჰასიმ რაჰმანთან სამხრეთ აფრიკის მთიან რეგიონში - კარნავალ სიტიში იჩხუბა და როგორც თვითონ ამბობს, ბრძოლა ცუდი აკლიმატიზაციის გამო წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები