Thumbnail
  • სოლსკიაერის გუნდი ახალ შეთავაზებას ამზადებს
  • დანიელის გადაბირება იუვენტუსსა და ატლეტიკოსაც სურთ

მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემის ერთ-ერთი ლიდერის კრისტიან ერიკსენის გადაბირების იმედს არ კარგავს და აპირებს, უახლოეს პერიოდში ლონდონელებს კონკრეტული წინადადებით მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა დანიელთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ ზაფხულში სცადეს, თუმცა, ვინაიდან მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურდა, “წითელი ეშმაკები” უარით გაისტუმრა.

სხვა საქმეა, რომ ტოტენჰემმა მიმდინარე სეზონი კარგად ვერ დაიწყო და პრემიერლიგის 15 ტურის თავზე 20 ქულით მხოლოდ მე-8 ადგილზე იმყოფება.

ლონდონელებს ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ გაწვრთნილი მანჩესტერ იუნაიტედიც უსწრებს, ლიდერ ლივერპულთან სხვაობა კი უკვე 23 (!) ქულაა.

ცნობილია, რომ ტოტენჰემი ერიკსენის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს ითხოვს, მანჩესტერელებს კი, ტურინის იუვენტუსისა და მადრიდის ატლეტიკოს სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.

ვთქვათ ისიც, რომ 27 წლის დანიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე თითო გოლი და საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები