Thumbnail

მადრიდულ კლუბს კავანი უნდა - მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პსჟ ედინსონ კავანის იოლად შეელევა
  • ურუგვაელს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება

ესპანური სპორტული მედიის ცნობით, მადრიდის ატლეტიკო ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის გადაბირებით არის დაინტერესებული. ესპანური კლუბის პრეზიდენტი, ერნესტო სერესო პირადად შეეხმიანა პსჟ-ს თავდამსხმელს, მოლაპარაკების პროცესი კი აქტიურ ფაზაშია შესული. მადრიდელებს ედინსონის ზამთარში დამატება სურთ.

მიმდინარე სეზონში, პარი სენ-ჟერმენში შესანიშნავად ასპარეზობენ ანხელ დი მარია, მაურო იკარდი და კილიან მბაპე. გუნდშია ნეიმარი და სავარაუდოდ, ურუგვაელის გაშვების წინააღმდეგი არც ფრანგული კლუბი იქნება. მით უმეტეს, კავანის პარიზელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მოახლოებული ზამთარი ბოლო შანსია მის სანაცვლოდ თუნდაც მცირე თანხის აღების.

კომენტარები

ბოლო ამბები