Thumbnail

‘მანდ ხომ ვართ?’ - კლინსმანმა არ იცოდა, რომ ჰერტა თასიდან არ გავარდნილა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იურგენ კლინსმანის პრესკონფერენციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ჰერტას ახალმა მწვრთნელმა არ იცოდა, თამაშობს თუ არა მისი გუნდი თასზე

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი იურგენ კლინსმანი ბერლინის ჰერტას მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი მეორე მატჩისთვის ემზადება. 55 წლის კლინსის გუნდი ბუნდესლიგის მე-14 ტურში, პარასკევს, სტუმრად ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდება.

დორტმუნდის ბორუსიასთან სადებიუტო მატჩის წაგების (1:2) შემდეგ, კლინსმანს იმედი აქვს, რომ ამჯერად მისი გუნდი 3 ქულას აიღებს და წაგებათა 5-მატჩიან სერიას შეწყვეტს. 

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს კლინსის ისეთი შეცდომა მოუვიდა, ჰერტას ფანები იუმორით ვერანაირად რომ ვერ მიიღებენ.

აი, რა მოხდა: ჰერტას მენეჯერი მიხაელ პრეეტცი მეტოქე გუნდს აქებდა და ამბობდა, აინტრახტმა ბერლინში გერმანიის თასი რომ მოიგო, ამ ფაქტმა ფრანკფურტში დაუჯერებელი ეიფორია გამოიწვიაო. კლინსმანი მას უსმენდა და უცებ ჰკითხა: “ჩვენ გერმანიის თასზე ჯერ კიდევ ვთამაშობთ, არა?”

პრეეტცს გაეღიმა: “კი, თასზე ვართ!”

ბერლინის ჰერტას ახალი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი

თუმცა, ჰერტასთვის თასზე მომდევნო მატჩის მოგება ადვილი არ იქნება, რადგან ბერლინელები შალკეს შეხვდებიან (4.2.2020). ფინალი კი 2020 წლის 23 მაისს, ტრადიციულად, ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე გაიმართება და იქნება თუ არა კლინსის ჰერტა იმ მატჩის მონაწილე, ეს მართლაც არავინ იცის.

კომენტარები

ბოლო ამბები