Thumbnail

'ჭკვიანი მოთამაშეა, თამაშს კარგად კითხულობს' - ბეჟანიშვილს სერიოზული გამოცდა ელის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ილინოისის ქართველ ლეგიონერს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის
  • ახალი სეზონი, ახალი გამოწვევები ბეჟანიშვილისთვის

Daily Illini-მ NCAA-ს ილინოისის უნივერსიტეტის ფორვარდ გიორგი ბეჟანიშვილს სტატია მიუძღვნა. "გასულ სეზონში ილინოისის გიორგი ბეჟანიშვილი იძულებული იყო ცენტრზე ეთამაშა, რადგან კლუბის სხვა ცენტრები მოუქნელები იყვნენ და მათ ბლოკ-შოტის გაკეთება არ შეეძლოთ. ამ სეზონში მეორეკურსელი ბეჟანიშვილისთვის გუნდში კოფი კოკბერნის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა. კოკბერნი ნამდვილი ტალანტია. ახლა ბეჟანიშვილი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. 

გიორგის ახლა გაცილებით მობილური, ფრთაზე მოთამაშე კონკურენტების წინააღმდეგ უწევს თამაში, ვიდრე გასულ სეზონში. შედეგად, ქართველ კალათბურთელს მეტად ესაჭიროება ესროლოს მეტოქის კალათში დისტანციიდან. 

ბეჟანიშვილი ამ სეზონში საშუალოდ 10.3 ქულას აგდებს

"თავს ამ პოზიციაზეც კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენ ვემზადებოდით ამ ცვლილებისთვის. რაც მეტს ვარჯიშობ, მეტად ხარ დარწმუნებული შესაძლებლობებში", - აცხადებს ბეჟანიშვილი, რომელიც გასული სეზონის სენსაცია იყო.

ფაქტია, 8 თამაში ჩატარდა და ბეჟანიშვილი 60%-იანი სიზუსტით ისვრის თამაშიდან. თუმცა ერთიც ფაქტია - გიორგი შორი დისტანციიდან ჯერ ცოტას ისვრის, თუმცა ზუსტად - 8-დან 5 ჩააგდო. ეს იმის ნიშანია, რომ ქართველ კალათბურთელს კიდევ უფრო ხშირად მიეცემა 3-ქულიანების სროლის შანსი.

ილინოისის მწვრთნელ ბრედ ანდერვუდს სურს, რომ ბეჟანიშვილი თამაშის დინებას მიყვეს და არ ისროლოს გამუდმებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა კოკბერნი ფარქვეშ გახსნილია.

"არ ვარ წინააღმდეგი მან შორი დისტანციიდან ისროლოს, თუმცა ერთ-ერთი, რაც მასში მომწონს არის თამაშის გაგების უნარი. მან ალბათ, ბევრ ასეთ შესაძლებლობაზე თქვა უარი, როცა კოფი უფრო ახლოს და უკეთესი კუთხით დაინახა ფართან. მიხარია, რომ კოკბერნი ფარქვეშ ხშირად თავისუფლდება და გახარებული ვარ, რომ გიორგი ამას ყოველ ჯერზე ხვდება. 

გიორგი ბეჟანიშვილი NCAA-ს 2019/20 წლების სეზონში: 10.3 ქულა; 5.8 მოხსნა; 2.3 პასი

გიორგიმ ალბათ, მილიონჯერ ისროლა ვარჯიშებზე შორი დისტანციიდან. ყველაფერი რიგზეა, მას აქვს შესაძლებლობა კარგი პროცენტული მაჩვენებლით ესროლოს ფარში შორი დისტანციიდან. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მატჩები, როცა ის ბევრჯერ ჩააგდებს შორიდან, ხოლო ზოგიერთ მატჩში მის წინააღმდეგ სხვანაირად ითამაშებენ და გიორგიც საკმაოდ ჭკვიანია, რომ ამას მიხვდეს და ტაქტიკა შეცვალოს", - განაცხადა ანდერვუდმა. 

ახლა ილინოისს ორი ძალზე რთული მატჩი ელის top10-ის გუნდებთან სტუმრად მერილენდთან (3) და შინ მიჩიგანთან (4). ბეჟანიშვილს ამ თამაშებზე მეტი ჯაფა ელის, რამაც შესაძლოა, მისი სროლის პროცენტულ მაჩვენებელზე იმოქმედოს. ბოლოსკენ მისი სროლები გადაღლილობის გამო სიზუსტეში ყოველთვის მოიკოჭლებს.

"ეს, ალბათ, ჩემზეც მოქმედებს, როგორც სხვა ნებისმიერ კალათბურთელზე. ყოველი მოთამაშე ვალდებულია მეოთხე მეოთხედშიც ზუსტად ისროდეს, როცა უკვე გადაღლილია".

მხოლოდ დრო გვაჩვენებს, როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას ბეჟანიშვილი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ. მან კარგად იცის, რომ სროლის გარდა სხვა დეტალებიც დასახვეწია - განსაკუთრებით ის, რომ არ დაკარგოს ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელის უნარები: "მიმაჩნია, რომ ფარქვეშ ცუდად ვითამაშე, ცოტა დაფარებაა ჩემ ანგარიშზე - უნდა გავაუმჯობესო ეს", - ამბობს ბეჟანიშვილი.

ბეჟანიშვილისა და კოკბერნის დუეტს ერთხელ უკვე გაუჭირდა ძლიერ მეტოქესთან - არიზონასთან (10). ასეთ გუნდებთან თამაშში ილინოისის ამ დუეტს ძალიან ბევრი აკვირდება"... 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები