Thumbnail

პლეი ოფი | თელავმა მოიგო, ფრე ბოლნისში - ყველაფერი საპასუხო მატჩებში გაირკვევა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თელავი 1:0 რუსთავი | 1:0 ბაშელეიშვილი (54)
  • სიონი 0:0 სამტრედია

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. გასარკვევია, თუ რომელი 10 გუნდისგან დაკომპლექტდება 2020 წლის ეროვნული ლიგა. უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯიამ დატოვა, მის ადგილს კი თბილისის მერანი დაიკავებს. გასარკვევია კიდევ ორი გუნდი, რომლებიც ქვეყნის უძლიერეს გუნდებს უნდა შეუერთდნენ.

ეროვნული ლიგის ერთი საგზური თელავის და რუსთავის დუელში ირკვევა. პირველი მატჩი თელავში ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დამთავრდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიტანა. კუთხურის დროს, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით მასპინძელთა ნახევარმცველმა ისარგებლა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ეს ანგარიში უპირატესობას თელავს აძლევს, თუმცა ყველაფერი რუსთავში გაირკვევა.

უგოლო ფრე დაფიქსირდა ბოლნისში, სადაც სიონმა სამტრედიას უმასპინძლა. ამ წყვილში ისედაც რთული იყო ფავორიტის დასახელება და პირველი მატჩის შედეგმა ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა. დაპირისპირების ბედი სამტრედიაში გაირკვევა. საპასუხო მატჩები 11 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები