Thumbnail
  • ზაალ დევაძე ბათუმურ გუნდს 1979 წლიდან ქომაგობს
  • როგორც ამბობს, ვერაფერს ხედავს, თუმცა ყველაფერს გრძნობს
  • მხედველობადაქვეითებულმა გულშემატკივარმა კაპიტნისგან ვერცხლის მედალი მიიღო

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დინამო ბათუმმა მეორე ადგილზე დაასრულა და ვიცე ჩემპიონი გახდა. უმაღლეს ლიგაში ახალი ამოსული გუნდისთვის ეს უდაოდ კარგი შედეგია. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ვერცხლის მედლები მიიღეს, რასაც ერთი საინტერესო და სასიამოვნო ამბავი მოყვა: დინამო ბათუმის კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ თავისი მედალი გუნდის გულშემატკივარს, ზაალ დევაძეს გადასცა.

ზაალ დევაძე დინამო ბათუმის გამორჩეული ქომაგია. ის უსინათლოა და მიუხედავად ამისა, საყვარელი გუნდის თამაშებს ყოველთვის ესწრება. როგორც თავად ამბობს, ვერაფერს ხედავს, თუმცა ყველაფერს გრძნობს. სწორედ ამიტომ, დინამო ბათუმის კაპიტანმა თავისი მედალი ზაალს დაუთმო.

მედლის გადაცემას დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დაესწრო, რომელმაც ზაალ დევაძის და ზოგადად, გუნდის ქომაგების მიმართ მადლიერება გამოხატა. კომენტარები ვთხოვეთ გუნდის კაპიტან ვაკო თევდორაძეს და რა თქმა უნდა, დღის მთავარ გმირს, დინამო ბათუმის ერთგულ გულშემატკივარ ზაალ დევაძეს.

ვერცხლის მედალი ერთგულ ქომაგს! 🥈

ზაალ დევაძე კლუბის ყველა საშინაო შეხვედრას დაესწრო 🔵⚪ დეტალურად წაიკითხე აქ: bit.ly/ZAAL_PS

Posted by FC Dinamo Batumi on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი, 2019

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

“მადლობა იმ გულშემატკივრობისთვის და დიდი სიკეთისთვის, რაც თქვენგან მოდის. ეს ეხება ყველა ქომაგს და პირადად ზაალს. ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე წარმოუდგენელია და ბედნიერი ვარ, რომ ბათუმში საოცარი ქომაგობა იციან. ფანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენ გამარჯვებებში და უდიდესი მადლობა მათ ამისთვის”.

ვაკო თევდორაძე (დინამო ბათუმის კაპიტანი)

“დინამოს ბათუმს რომ განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავს, ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის, თუმცა არსებობენ გამორჩეული ფანები და ზაალ დევაძე ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება. გვინდოდა, რაიმე ფორმით მაინც გადაგვეხადა მადლობა მისთვის და ვერცხლის მედლით დავაჯილდოვეთ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენს ვიცე-ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი სწორედ გულშემატკივრებმა შეიტანეს და ეს მედლები მათ ეკუთვნით. შეიძლება საბოლოო შედეგით ცოტა იმედგაცრუებულები არიან, რადგან საოცნებო ჩემპიონობასთან ასე ახლოს ვიყავით, მაგრამ მინდა დავპირდე მათ, რომ ამ ოცნების ასახდენად მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ”.

ჯოვინო და ვაკო საბურთალოსთან გამარჯვებას ზეიმობენ

ზაალ დევაძე (დინამო ბათუმის გულშემატკივარი)

“ქართველები მაქსიმალისტები ვართ და გვინდოდა ჩემპიონობა, მაგრამ არც მეორე ადგილია ცუდი შედეგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ლიგაში დაბრუნებიდან პირველივე წელს გავხდით ვიცე-ჩემპიონები, რაც ნამდვილად წარმატებაა. თავიდან, ჩვენ არ მოგვითხოვია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ ამის მოლოდინი თვითონ გუნდმა გაგვიჩინა. იმედია, ხარვეზებს გაითვალისწინებენ და მომავალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება”.

გუნდის კაპიტანმა მედალი დამითმო და ეს დიდი დაფასებაა. უღრმესი მადლობას მას და მთელ გუნდს. ჩემი ვალია, რომ დინამო ბათუმს მხურვალედ ვუქომაგო და ასე იქნება მომავალშიც. 

დინამო ბათუმი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი გული, სული ამ გუნდს ეკუთვნის. ზოგადად, ქართული ფეხბურთი მიყვარს, დინამო ბათუმი კი ჩემი გუნდია. გასულ სეზონში, ყველა საშინაო შეხვედრას დავესწარი. 1979 წლიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვცდილობდი, რომ თამაში არ გამომეტოვებინა. ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ.

მომდევნო სეზონს დიდი იმედებით ველოდები. მით უმეტეს, ახალი სტადიონი გვექნება, სადაც სულ სხვა ატმოსფერო იქნება. იმსახურებს ბათუმი ახალ სტადიონს. ახალ ჩემპიონატს განსაკუთრებულად ველოდები და იმედია, ახალ არენაზე ერთად ვიზეიმებთ ჩემპიონობას”. 

დინამო ბათუმი | სეზონი 2019

ვიცე-ჩემპიონები! ⚪🔵 #წინდინამო

Posted by FC Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები