Thumbnail
  • დალას მავერიკსი 121:114 მინესოტა ტიმბერვულვზი
  • ლუკა დონჩიჩი მაიკლ ჯორდანის რეკორდს მიუახლოვდა
  • ზედიზედ მე-4 გამარჯვებით, დალასმა მე-4 ადგილი გაიმყარა

27 ნოემბერს დალას მავერიკსი ლოს ანჯელეს კლიპერსთან დამარცხდა და მას შემდეგ უკვე ზედიზედ 4 თამაში აქვს მოგებული - მათ შორის ლეიკერსთან. საკუთარ American Airlines Arena-ზე ტექსასელებმა მინესოტა ტიმბერვულვზი 121:114 დაამარცხეს.

მართალია, ლუკა დონჩიჩმა ამჯერად ოდნავ უარესად ითამაშა, ვიდრე წინა მატჩებში და “მხოლოდ” 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი სერია (20-5-5) მაინც გაგრძელდა. სლოვენიელს ახლა ზედიზედ 17 მატჩში აქვს დაგროვებული მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი. დონჩიჩი ამით მაიკლ ჯორდანის რეკორდს ემუქრება (ზედიზედ 18 ასეთი თამაში).

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

‘ბიგ მენმა’ დუაიტ პაუელმა 24 ქულით სეზონის საუკეთესო შედეგი დადო. კრისტაპს პორზინგისმა, რომელიც ამ სეზონში 2 დღეში ორივე მატჩში პირველად ათამაშეს, 19 ქულა დააგროვა. თუმცა დალასისთვის გადამწყვეტი სათადარიგო კალათბურთელების კარგი თამაში გახლდათ, რომლებსაც +/- კოეფიციენტი პლუსში ჰქონდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯეილენ ბრანსონისა და დელონ რაიტის კარგი თამაში (ორივეს +21). მინესოტადან საუკეთესოები კარლ-ენტონი თაუნსი და ენდრიუ უიგინსი იყვნენ - 26-26 ქულით.

აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედში მინესოტა 11-ქულიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ დალასმა მეოთხე პერიოდამდე სხვაობა შეამცირა, საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე კი, მავერიკსი წინ გავიდა, რასაც 6:0 გაქცევა მოჰყვა და თამაშის ბედიც გადაწყდა.

ამ გამარჯვებით დალასმა (15 მოგება, 6 მარცხი) დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი გაიმყარა. მინესოტა დასავლეთში 10 მოგებით და 10 მარცხით მეშვიდე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრაში ლუკა დონჩიჩის გუნდი 7 დეკემბერს, ნიუ ორლეანსს უმასპინძლებს.

📺 ვიდეო: დალასი 121:114 მინესოტა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები