Thumbnail

უეფამ ერთა ლიგის მეორე გათამაშების (2020/21 წლების სეზონი) ფორმატი შეათანხმა და კალათები გაანაწილა. ასევე ცნობილი გახდა, რა გავლენა ექნება ამ გთამაშებას მუნდიალის 2022 წლის საკვალიფიკაციო სისტემაზე...

უეფამ ერთხელ უკვე შეთანხმებული (სექტემბერში ლუბლიანაში) ფორმატი დაამტკიცა. როგორც გახსოვთ, სექტემბერში ერთა ლიგაზე დიდი ცვლილებების შესახებ გამოაცხადეს. ერთა ლიგის გათამაშების წილისყრა 2020 წლის 3 მარტს ამსტერდამში (ჰოლანდია) გაიმართება. 

წილისყრა ერთა ლიგის A, B, C & D დივიზიონებში მოთამაშე გუნდებს ჯგუფებში გადაანაწილებს.   

ერთა ლიგა A

1 კალათა: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია
2 კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია
3 კალათა: ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი
4 კალათა: ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია

ერთა ლიგა B

1 კალათა: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
2 კალათა: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი
3 კალათა: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია
4 კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

ერთა ლიგა C

1 კალათა: საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო
2 კალათა: ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
3 კალათა: ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა, ლუქსემბურგი
4 კალათა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

ერთა ლიგა D

1 კალათა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტეინი 
2 კალათა: ანდორა, მალტა, სან მარინო

მუნდიალი 2022

უეფამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ გათამაშდება ევროპისთვის გამოყოფილი 13 საგზური. ახლა ეს ყველაფერი ფიფამ უნდა დაამტკიცოს, რადგან, მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ ფიფა ატარებს.

1. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 შესარჩევი ჯგუფი (5 ჯგუფში 6 ნაკრები იქნება, 5-ში - 5) შეიქმნება, რომელთა გამარჯვებულები (10 ნაკრები) მუნდიალის საგზურს მიიღებენ.

2. მათ დაემატებათ პლეი ოფში გამარჯვებული 3 გუნდი

ა) პლეი ოფში გადის 10 ნაკრები, რომლებიც შესარჩევ ციკლში ციკლში მე-2 ადგილს აიღებენ თავიანთ ჯგუფებში.

ბ) პლუს 2 საუკეთესო ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული (არ აქვს მნიშვნელობა ლიგას), იმათგან რომლებიც არც პირდაპირ მოხვდნენ მუნდიალზე შესარჩევი ციკლიდან და არც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

პლეი ოფში სამი გზა შეიქმნება 4-4 ნაკრებით (ნახევარფინალები და ფინალი), ამ სამი გზის გამარჯვებულები კი მუნდიალის საგზურს მოიპოვებენ. ფინალების მასპინძლებს წილისყრა გამოავლენს. 

ასე რომ, საქართველოს ნაკრებისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, როგორ ითამაშებს ერთა ლიგაზე. შესაძლოა, კიდევ ერთი შანსი დავიმსახუროთ, თუმცა, ამჯერად, პლეი ოფის საგზური ძალზე რთული მოსაპოვებელია, რადგან 16-ის ნაცვლად (ევრო 2020) ამჯერად, პლეი ოფში ერთა ლიგიდან მხოლოდ 2 საუკეთესო გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები