Thumbnail

ანსუ ფატი უკვე 170 მილიონი ღირს - ბარსამ გარემარბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 17 წლის გარემარბმა კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა
  • ფეხბურთელის კლაუსულის ოდენობა 100-იდან 170 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ბარსელონამ 17 წლის ანსუ ფატისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. მხარეებმა შეთანხმება 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს, თუმცა კონტრაქტი თანაშრომლობის კიდევ ორი წლით გახანაგრძლივებას ითვალისწინებს.

ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის ოდენობა 100 მილიონიდან 170 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მაგრამ თუკი ახალგაზრდა ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო თანხა 400 მილიონ ევროს მიაღწევს.

ანსუ ფატი პრიმერას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი ბარსელონას ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც კლუბის მაისურით ოფიციალურ მატჩში ითამაშა. რეკორდი კი ვისენტე მარტინესს ეკუთვნის. ამასთან, გარემარბი გახდა XXI საუკუნეში დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც კატალონიური კლუბის მთავარ გუნდში ითამაშა.

მიმდინარე სეზონში ანსუ ფატიმ ბარსელონას ღირსება 11 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი.

კატალონიური კლუბის 17 წლის გარემარბი გვინეა-ბისაუშია დაბადებული, მაგრამ ესპანეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. ანსუ ფატის მიწვევა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები