Thumbnail

ლიონელ მესი: როცა კრიშტიანო ოქროს ბურთებით გამითანაბრდა, გული დამწყდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესის კომენტარი France Football-თან ინტერვიუდან
  • ლეოს აზრით, მისი და რონალდოს კონკურენცია არაჩვეულებრივი ამბავია

France Football-მა ლიონელ მესის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც არგენტინელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოსთან კონკურენციაზე საუბრობს. 32 წლის მესიმ ოქროს ბურთი კარიერაში მეექვსედ მოიგო, 34 წლის რონალდოს კი 5 ოქროს ბურთი აქვს.

“მე მომწონდა, რომ 5 ოქროს ბურთი მქონდა და ერთადერთი ვიყავი ასეთი მიღწევით. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მერე, როცა კრიშტიანო გამითანაბრდა, ცოტათი გული დამწყდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მწვერვალზე მარტო აღარ ვიყავი. უკვე 10 წელია, ერთმანეთთან კონკურენციაში ვართ და ამას ერთ დონეზე ვაკეთებთ. ეს ამბავი ისტორიაში დარჩება. როცა ასეთი დონის ორ მოთამაშეს, ამდენი წლის მანძილზე, ერთმანეთში ასეთი კონკურენცია აქვთ, ეს რაღაც ჩვეულებრივი ამბავი არ არის,” - აცხადებს მესი France Football-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ლიონელ მესიმ ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, კოპა ამერიკაზე კი, არგენტინის ნაკრებთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა. ‘ოქროს ბურთის’ აღებამდე, მესი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ორშაბათს, ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც ექვსი ‘ოქროს ბურთი’ აქვს. პარიზში გამართული ღონისძიების პარალელურად, იტალიაში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა - იუვენტუსის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები