Thumbnail

შოთას 'ჰეთ თრიკი' უზბეკეთში - არველაძემ ფახთაქორს მესამე ტიტული მოაგებინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 46 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა უზბეკეთის ლიგის თასის მოგება შეძლო
  • ფინალურ მატჩში ფახთაქორმა შოთა გრიგალაშვილის AGMK-ს ანგარიშით 6:2 მოუგო
  • ეს 2019 წლის სეზონში შოთა არველაძის მესამე ტიტულია 

ტაშკენტის ფახთაქორის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ 2019 წლის სეზონში მესამე ტიტული მოიგო. უზბეკეთის სუპერლიგასა და ქვეყნის თასზე გამარჯვების შემდეგ, არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო 

ფახთაქორმა წელს მესამე ტიტული მოიგო

ფინალური შეხვედრაში, რომელიც ფახთაქორის სტადიონზე გაიმართა, არველაძის გუნდმა AGMK ალმალიკი ანგარიშით 6:2 დაამარცხა. AGMK-ის შემადგენლობაში 58-ე წუთამდე ითამაშა ელგუჯა გრიგალაშვილმა.

ტაშკენტის ფახთაქორმა უზბეკეთის ლიგის თასის ნახევარფინალში კოკანდ 1912-ს (4:2), მეოთხედფინალში კი შორტანს (3:0) სძლია.

46 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკეთში სამუშაოდ 2017 წელს გადაბარგდა და ადგილობრივი ფახთაქორი ჩაიბარა, სადაც მასთან ერთად, მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა მწვრთნელობა 2008 წელს, ჰოლანდიურ აზ ალკმაარში, ლუი ვან გაალის ასისტენტობით დაიწყო, მთავარ მწვრთნელად კი თურქულ კლუბებში: ქაისერისფორში, ქასიმფაშასა და ტრაბზონსფორში იმუშავა. უზბეკეთში წასვლამდე შოთა თელ ავივის მაქაბისაც წვრთნიდა - 2016-17 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები