Thumbnail
  • კოლუმბიაში კოპა ამერიკის წილისყრა გაიმართა
  • ტურნირზე ყატარი და ავსტრალია მიიწვიეს

კოლუმბიაში კოპა ამერიკა 2020-ის წილისყრა გაიმართა, 12-გუნდიან ტურნირს გაისად არგენტინა და კოლუმბია ერთობლივად მასპინძლობენ. გუნდები A & B ჯგუფებში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი

არგენტინა
ავსტრალია
ბოლივია
ურუგვაი
ჩილე
პარაგვაი

B ჯგუფი

კოლუმბია
ბრაზილია
ყატარი
ვენესუელა
ეკვადორი
პერუ

12-დან 10 სამხრეთამერიკული ნაკრებია, ხოლო ორი (ავსტრალია და ყატარი) მიწვეულია ტურნირზე. კოპა ამერიკა 2020 12 ივნისს ბუენოს აირესში არგენტინისია და ჩილეს ნაკრებების მატჩით გაიხსნება. A ჯგუფის თამაშებს არგენტინა უმასპინძლებს, B ჯგუფისას - კოლუმბია.

ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო 1/4 ფინალში გადის. ფინალი კი 12 ივლისს ბარანკილიაში (კოლუმბია) გაიმართება. აზიის ჩემპიონი ავსტრალია კოპა ამერიკაზე პირველად ითამაშებს, ყატარელებმა კი ტურნირზე წელსაც ითამაშეს.

ფინალი და მერე ვნახოთ...

ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი): "არ ვიცი იქნება თუ არა ეს უკანასკნელი კოპა ლეო მესისთვის. იმედი მაქვს, რომ - არა. არგენტინას კიდევ უფრო მეტას სჭირდება ეს ტიტული, ვიდრე ლეოს. ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ. 

ჩილესთან მატჩით ვიწყებთ, ეს კარგია. სასტარტო მატჩი ყოველთვის რთულია, თან ჩვენ სპეციალური მეტოქე გვეყოლება. ბოლო წლებში ჩილეს ნაკრები ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სათამაშოდ".

ლიონელ მესი და ლიონელ სკალონი

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის კოპაზე არგენტინა და ჩილე ერთმანეთს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ. ამ თამაშში ლეო მესი და გარი მედელი გააძევეს. 

კოპა ამერიკა ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ ურუგვაის ნაკრებს აქვს მოგებული. რაც შეეხება არგენტინას, 1993 წლის შემდეგ ეს გუნდი კოპას ვერაფრით იგებს. კოპა 2020-ის შემდეგ ტურნირი უკვე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები