Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნები – შეცვლილი შემადგენლობით სერიის მეორე მატჩში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ილია მაისურაძემ თითქმის ყველა მორაგბე შეცვალა
  • პირველ მატჩში ქართველები აფრიკელებთან 21:28 დამარცხდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასამართი 19-წლამდელთა სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდის ცნობით, პირველი თამაშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალა.

ძირითადში ადგილი მხოლოდ მეორეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა შეინარჩუნა, რომელიც ხვალ ნაკრების კაპიტანი იქნება.

“გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი მორაგბეები მაღალი ზეწოლის ქვეშ გამოვცადოთ და საქმეში მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე ვნახოთ. ვნახავთ, ეს ბიჭები როგორ გაართმევენ თავს დავალებებს და ამ ორი თამაშის შედეგად შევჯერდებით, ვინ დარჩება შემდგომ შეკრებებზე და ვინ დაგვტოვებს“ - განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 5 დეკემბერს, “შევარდენზე“, 11:00 საათზე დაიწყება. სტუმრები ორმატჩიანი სერიის შემდეგ სამშობლოში ხვალვე ბრუნდებიან და მატჩი ადრეულად სწორედ მათი თხოვნის შედეგად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-აფრიკული დაპირისპირების სასტარტო მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველი ტაიმი 18:14 მოუგეს, თუმცა საბოლოოდ, სტუმრებმა 28:21 იმარჯვეს.

“მთლიანობაში, პირველი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩამორჩენის შემდეგ, შევძელით მეტოქე წნეხში მოგვექცია და ტაიმის ბოლოს ორი ლამაზი ლელო გავიტანეთ. ეს ძალიან კარგია, რადგან ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ჩვენი სისტემები მუშაობს.

იყო ჩავარდნები, მეორე ტაიმში დარტყმა-ახურვამ არ იმუშავა და ჩვენს 22-ში ჩავჯექით, რამაც ამ მატჩის მოგების საშუალება არ მოგვცა.

ამ შემადგენლობიდან ბევრს პირველად უწევდა საერთაშორისო შეხვედრის ჩატარება და როგორც ჩანს, ზოგიერთმა ვერ მოახერხა წნეხის მართვა“ - დასძინა მაისურაძემ.

U19 საერთაშორისო სერია, მეორე მატჩი, 5 დეკემბერი, "შევარდენი", 11:00

საქართველო – სამხრეთ აფრიკა

საქართველო: 15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. გუგა მარგველაშვილი (აია); 1. გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), 4. ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), 5. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, კაპ.), 6. ლუკა კოხია (არმაზი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. დავით ლომიძე (ხარები).

სათადარიგოები: 16. გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ნარმანია (არმაზი), 19. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), 20. გიორგი სინაურიძე (აია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. ლუკა მატკავა (არმაზი), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 25. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 26. თემო ჭიჭინაძე (ორიაკი), 27. იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), 28. საბა კურტანიძე (ხვამლი), 29. საბა კურატაშვილი (არმაზი).

U19 საერთაშორისო სერიის დასკვნითი მატჩი 🏉 #უმცროსიბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის: ...

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები