Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსი 96:105 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა 25-25 ქულა დააგროვეს

დალას მავერიკსთან მარცხიდან 2 დღის შემდეგ, ლეიკერსმა სათამაშო დღის მთავარი მატჩი აღარ წააგო - ლოს ანჯელესელებმა, რომლებიც დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობენ, მე-3 ადგილზე მყოფი დენვერ ნაგეთსი სტუმრად 105:96 დაამარცხეს. 

ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა 25-25 ქულა ჩააგდეს - პირველს 9 პასიც ჰქონდა, უკანასკნელს კი - 10 მოხსნა. დენვერიდან საუკეთესო ჯამალ მიურეი გახლდათ - 22 ქულით. პოლ მილსაპმა 21 ქულა მოაგროვა.

📋 მეტი ამ თემაზე

მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე, დენვერი ლეიკერსს 1 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა, მაგრამ ნაგეთსმა მეტი ვეღარაფერი შეძლო, ლოს ანჯელესელებმა კი 3 საჯარიმო ჩააგდეს, ლებრონმა კი სლემ-დანქით ლეიკერსს გამარჯვება გაუნაღდა.

📺 ვიდეო: დენვერი 96:105 ლეიკერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები