Thumbnail
  • სპარტანსმა დრეიმონდ გრინის მაისური ხმარებიდან ამოიღო
  • ზაზა ფაჩულია მიჩიგანში კლეი ტომპსონთან ერთად იმყოფებოდა

NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია მიჩიგანში იმყოფებოდა, სადაც დრეიმონდ გრინისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.

დრეიმონდი კოლეჯების ლიგის ბინადარმა მიჩიგან სტეიტ სპარტანსმა დააფასა, სადაც გრინი 2008-12 წლებში, NBA-ში გადაბარგებამდე თამაშობდა.

29 წლის დრეიმონდი სწორედ მიჩიგანში გახლავთ დაბადებული, ამდენად მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სპარტანსმა გრინის მაისურის ხმარებიდან ამოღება გადაწყვიტა.

საზეიმო ღონისძიებები დუკის უნივერსიტეტთან მატჩის შესვენებაზე წარიმართა და ამერიკელი კალათბურთელისთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მან ცრემლის შეკავება ვერ მოახერხა.

მეგობრის გვერდში გოლდენ სტეიტში მისი ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელებიც იყვნენ, მათ შორის, ფაჩულია და კლეი ტომპსონიც, რომელთაც განსაკუთრებული მეგობრობა აქვთ და ამჯერადაც ერთად ისხდნენ.

“გილოცავ ამ ღირშესანიშნავ დღეს. ეს ნამდვილად დაიმსახურე. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ მომენტში შენს გვერდით ვარ” – ასე მიმართა ზაზამ დრეიმონდს სოციალური ქსელის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ამჟამად უორიორსის კონსულტანტია კალათბურთისა და ბიზნესის საკითხებში, გრინი კი ტრავმირებულია და ჯერჯერობით, გუნდს ვერაფრით ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები