Thumbnail

ჯგუფში რუსეთთან - საქართველოს U19 ნაკრების მეტოქეები ელიტ რაუნდში ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჯგუფში რუსეთთან, შოტლანდიასთან და საფრანგეთთან ერთად
  • ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა

ნიონში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა. U19 საქართველოს ნაკრები მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც რუსეთის, საფრანგეთის და შოტლანდიის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება. 

ელიტ რაუნდის შეხვედრები საფრანგეთში გაიმართება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ტურნირი 2020 წლის 19 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდიაში შედგება. ელიტ რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები