Thumbnail

ფლორესმა 85 დღე გაძლო – უოტფორდმა სამ თვეში მე-2 მწვრთნელი გაუშვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კიკე სანჩეს ფლორესი პოსტზე სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა
  • უოტფორდს 14 ტურში 8 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა

ინგლისურმა უოტფორდმა ბოლო 3 თვის განმავლობაში მე-2 მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.
ამჯერად, პოსტის დატოვება ესპანელ კიკე სანჩეს ფლორესს მოუწია, რომელიც სექტემბერში დაინიშნა და თანამდებობაზე მხოლოდ 85 დღე გაძლო.

“კიკე ღირსეული ადამიანია, რომელსაც გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა ძალიან სურდა, თუმცა, არსებულმა შედეგებმა ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა”, - განაცხადა უოტფორდის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ დაქსბერიმ.

სანჩეს ფლორესმა აღნიშნულ პოსტზე კიდევ ერთი ესპანელი ხავი გრასია შეცვალა, მისი შემცვლელის ვინაობა კი, ჯერჯერობით, უცნობია.

54 წლის ფლორესის ხელმძღვანელობით უოტფორდმა 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო და 6-ში დამარცხდა. მათ შორის იყო სამარცხვინო 0:8 მანჩესტერ სიტისთან.

ამ დროისთვის გუნდს მხოლოდ 8 ქულა აქვს და პრემიერლიგაში ბოლო მე-20 ადგილი უკავია. უოტფორდი მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს, შინ, კრისტალ პალასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები