Thumbnail
  • ახმატ გროზნო 1:1 რუბინი
  • კვარაცხელიამ ყაზანელებს ქულა გადაურჩინა 

ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის რუბინი ახმატ გროზნოს ესტუმრა და ქულის მოპოვება შეძლო. დავითაშვილმა მატჩი ძირითადში დაიწყო და სრულად ითამაშა, ხოლო კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართველმა შემტევმა სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი და მატჩის 93-ე წუთზე გატანილი გოლით რუბინს ქულა მოუტანა. რუბინს 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა. ისინი მე-14 ადგილზე არიან და მომდევნო ტურში სოჭის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ახმატ გროზნოს კარში ბოლო წუთზე

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ახმატ გროზნოს კარში ბოლო წუთზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები