Thumbnail
  • რომელუ ლუკაკუ რასისტულ შეურაცხყოფაზე საუბრობს
  • ინტერის თავდამსხმელმა უეფას სიმკაცრისკენ მოუწოდა

მილანის ინტერის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ უეფას მოუწოდა, სტადიონებზე რასიზმს უფრო მასშტაბურად და მძლავრად ებრძოლოს. 26 წლის ბელგიელი ცენტრფორვარდის თქმით, პრაღის სლავიასთან ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში (3:1 ინტერის სასარგებლოდ) მას მაყურებლებმა რამდენჯერმე მიაყენეს რასისტული შეურაცხყოფა.

''ასეთი ფანები ბავშვებს ცუდ მაგალითს აძლევენ' - რომელუ ლუკაკუ

“უეფამ რასიზმის წინააღმდეგ მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება. ადგილობრივი ფანები რასისტულ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, - განაცხადა ლუკაკუმ, - ჩვენ 2019 წელში ვცხოვრობთ. გუნდებში ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ფეხბურთელი თამაშობს. ასეთი ფანები კი ბავშვებს კარგ მაგალითს არ აძლევენ.”

პრაღის სლავიას ერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ გაუტანა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონგოში დაბადებულ ლუკაკუს შეურაცხყოფას აყენებენ. ბელგიელს ამ მხრივ პრობლემები იტალიის სერია A-ს მატჩებშიც ექმნება. ბოლოს იგი სექტემბერში, კალიარის ტიფოზებმა შეურაცხყვეს და სარდინიული კლუბი ამის გამო არ დასჯილა. სასამართლოს დასკვნაში ეწერა, რომ კალიარის ფანების ქცევაში არაფერი იყო დისკრიმინაციული.

კომენტარები

ბოლო ამბები