Thumbnail
  • პანათინაიკოსი 100:68 ბასკონია
  • შენგელია - 11 ქულა, ჯენინგი - 8

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-11 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ათენში პანათინაიკოსს ესტუმრა და 32-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 68:100.

შენგელიაც და ჯენინგიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. შენგელიამ 28:35 წუთში 11 ქულა ჩააგდო. მან 6 მოხსნა და 1 გადაცემაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით თოკო წაგებულ გუნდში მესამე იყო (11). მეტ ჯენინგმა 30:02 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 5).

ბასკონიას 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და მე-9 ადგილზეა. 7 დეკემბერს ბასკური გუნდი ეფესს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები