Thumbnail

იტალიის სერია А-ს მე-13 ტურში მილანმა ნაპოლის უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ლოსანომ სტუმრები დააწინაურა, ბონავენტურამ მილანს ქულა გადაურჩინა. ნაპოლის 20 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა, მილანი 14 ქულით მხოლოდ მე-13 პოზიციაზეა.

სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით მილანმა 6 მატჩში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა, ხოლო 13 ტურის მერე 14 ქულა კლუბის ანტირეკორდის გამეორებაა.

სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "ვიცოდი, რომ ნაპოლისთან სწორად ვითამაშებდით. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდა, კარგად ვითამაშეთ ასეთ კარგ გუნდთან. შესანიშნავი იქნებოდა ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, ჩვენ გამარჯვებასთან სანტიმეტრებში ვიყავით. 

ბოლო ორი კვირაა გუნდი განსაკუთრებულად ემზადება, ყველამ კარგად იცის, რა სიტუაციაშიცაა მილანი, მაგრამ ჩვენ დრო გვჭირდება, ერთად მხოლოდ 45 დღეა, რაც ვმუშაობთ. 

პიონტეკი კარგად თამაშობს, მაგრამ ფორვარდებს აქვთ პერიოდები, როცა ბურთი უბრალოდ არაფრით მიდის კარში. მთავარია, ახლა მას სწორი რეაქცია ჰქონდეს ამ უიღბლობაზე და იმუშავოს ბოლომდე მონდომებით".

მილანი 1:1 ნაპოლი

გოლები: 0:1 ლოსანო (24), 1:1 ბონავენტურა (29)

კომენტარები

ბოლო ამბები