Thumbnail

იმედის ფსონი | გლადბახი, ალკმაარი და აინტრახტი მინიმუმ 2 გოლს გაიტანენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 23 ნოემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის წინა, 19 ნოემბრის ბილეთებიდან მოიგო მაყურებლის 6-მატჩიანმა ბილეთმა, რომლის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 13,1 იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ თითო თამაში არ გამართლდა ლევან სალუქვაძის 3-მატჩიან (კოეფიციენტი 10,5) და სტუმრის, ბიძინა ბარათაშვილის 4-მატჩიან (9,4) ბილეთებში. 

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,5-ია. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი, უტრეხტი-ალკმაარის მატჩში, სტუმართა მინუმუმ 2 გოლს აქვს - 1,9.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

უნიონი-გლადბახში მეორე გუნდის 1.5-ზე მეტი გოლი მგონია. ჯერ ისეთი მწვრთნელი ჰყავს, რომ გახსნილ ფეხბურთს ათამაშებს. არც უნიონია გამოკეტილი თამაშის მიმდევარი. იმასაც ველოდები, რომ გლადბახმა ეს თამაში ვერ მოიგოს, შეიძლება 2:2 მორჩეს, ან - 3:3. მაგრამ 2 გოლის გამტანი გლადბახი ნამდვილად არის.

ჰოლანდიაში ძალიან მომწონს და ვქომაგობ ალკმაარს. რომ მკითხოთ, დღეს იქ ორი გუნდია - აიაქსი და ალკმაარი. ალკმაარი არავის ინდობს, სასწაულ ფორმაშია და სულ 4:0-ებსა და 5:0-ებს იგებს. უტრეხტიც კარგი გუნდია და გოლის გამტანია, შეიძლება 4:2 მოუგოს ალკმაარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სტუმრები 2 გოლს მაინც გაიტანენ. 

ხელბურთიდან შემოგთავაზებთ ჩემპიონთა ლიგის მატჩს. ქვედა ჯგუფში, სადაც 6 გუნდია, 2 გადის. აქ მესამე ადგილზე შვედური სავეჰოფია, რომელმაც უნდა მოიგოს, რომ ბოლო ტურში შანსი დარჩეს. ახლა ხვდება უმოტივაციო ტატრან პრეშოვს და შინ 2 ბურთით ნაღდად მოუგებს. 

ვფიქრობ, აინტრახტი ორ გოლს გაუტანს შინ ვოლფსბურგს. აინტრახტმა შინ ამ სეზონში რაც ითამაშა, ყველა თამაშში მინუმუმ ორი გოლი გაიტანა - დორტმუნდს, ვერდერს, ბაიერნს... ვოლფსბურგი კი სულ აგებს და 8 თამაშია არ მოუგია. 

გადაცემის სტუმარი სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი იყო იყო, რომელმაც 5 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,9 გახლავთ. გიორგის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 1,95, დეპორტივოს ალკორკონთან გამარჯვებას აქვს.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 10,8-ია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები