Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემმა გუშინ დაითხოვა
  • არგენტინელ მწვრთნელს, ალბათ, სეზონის ბოლოს დანიშნავენ

ლონდონის ტოტენჰემიდან მოულოდნელად განთავისუფლებულმა მაურისიო პოჩეტინომ, შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნი ჩაიბაროს.

📋 მეტი ამ თემაზე:

BILD-ის ცნობით, თუკი არაფერი შეიცვალა, გერმანული გრანდი სეზონის ბოლომდე დროებით თავკაც ჰანს-დიტერ ფლიკს დატოვებს, შემდეგ კი, სწორედ 47 წლის არგენტინელს დანიშნავს.

არსებობს ინფორმაცია, რომ პოჩეტინომ აღნიშნული დრო გერმანული ენის შესასწავლად უნდა გამოიყენოს, რასაც ბაიერნში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

როგორც ირკვევა, არგენტინელი მწვრთნელის გადაბირებით ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი გახლავთ დაინტერესებული და როგორც ირკვევა, მას მაურისიოსთან შეხვედრაც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემმა პოჩეტინიოს განთავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ ღამით მიიღო, დღეს კი, თანამდებობაზე პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დანიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები