Thumbnail
  • ჟირუ ჩელსიში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • ფრანგით ინტერი ინტერესდება

ოლივიე ჟირუ ლონდონის ჩელსიში 2018 წლის იანვარში, არსენალიდან გადავიდა. ანტონიო კონტე მას ხშირად ათამაშებდა და ჟირუც კმაყოფილი იყო. მაურიციო სარისა და ფრენკ ლამპარდის პერიოდში კი ფრანგი იშვიათად თამაშობს.

33 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა. ერთხელ სუპერ თასზე და ერთხელაც პრემიერლიგის მატჩში. გარდა ამისა, ჟირუ სათადარიგო სკამიდანაც იშვიათად ერთვება თამაშში.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ინტერის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოლივიე ჟირუს დამატება სურს. იტალიელები ფიქრობენ, ფრანგს 18-თვიანი კონტრაქტი შესთვაზონ, თავად ფეხბურთელს კი სურს, ხელშეკრულებას ძალა 2022 წლამდე ჰქონდეს. ეს გარემოება მოლაპარაკებებს ართულებს.

ჟირუ ბოლო პერიოდში ცოტას თამაშობს

ფრანგის ტრანსფერით, ინტერის გარდა, სხვა კლუბებიც ინტერესდებიან. მისი შეძენა სურს ფრანგულ ლიონს. ასევე არის MLS-ის ვარიანტიც. ცოტა ხნის წინ კი მისი ყიდვა კრისტალ პალასს უნდოდა.

ჟირუს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 4 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც გოლის გატანა ვერ მოახერხა და ვერც თანაგუნდელს გაატანინა. ოლივიე შედარებით კარგად გამოიყურება საფრანგეთის ნაკრებში. მან ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე 10 მატჩი 6 გოლი გაიტანა.   

 

კომენტარები

ბოლო ამბები