Thumbnail

ტოტენჰემმა მაურისიო პოჩეტინო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და უმწვრთნელოდ დარჩა. ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის ძებნა მაშინვე დაიწყეს.

მედიაში პირველ ვარიანტად ლაიპციგის მწვრთნელის სახელი და გვარი გაჟღერდა - იულიან ნაგელსმანი ახალგაზრდა და გამოცდილი მწვრთნელია, რომლის მუშაობის სტილიც ევროპაში ბევრს მოსწონს, თუმცა ბრიტანულ მედიაში უკვე გაჟღერდა მთავარი კანდიდატის სახელი და გვარი.

ეს მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, რომელთანაც კლუბმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო. ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ ხელშეკრულება დილით გაფორმდება. თუ ჟოზე ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, ეს მის კარიერაში მესამე ინგლისური კლუბი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები