Thumbnail

6 გოლი კატანიაში - სომხეთი არც ახალგაზრდა იტალიელებმა დაინდეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია (U21) 6:0 სომხეთი (U21)
  • ორ დღეში სომხეთის ეროვნულმა და ახლგაზრდულმა ნაკრებმა 15 გოლი გაუშვა

გუშინ, იტალიის ნაკრებმა სომხეთის ნაკრები 9:1 გაანადგურა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა. აძურას ქომაგებს კიდევ ერთი სიხარული წინ ელოდათ. იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეროვნული ნაკრების მსგავსად შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა და სომეხ თანატოლებს გოლი 6-ჯერ გაუტანა.

კატანიაში, ''სტადიო ანგელო მასიმინოზე'', გოლები მოიზე კინმა (2), პინამონტიმ, ძანელატომ, სკამაცამ და ბეტელამ გაიტანეს. იტალიის ნაკრები პირველ შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც 5-მატჩიდან 4 მოგება და ერთი ფრე აქვს.

იტალიის ნაკრები 13 ქულით მე-2 ადგილზე, მათ ირლანდია 3 ქულით უსწრებთ, თუმცა ბრიტანელებს 2 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. პაოლო ნიკოლატოს გუნდს 15 გოლი აქვს გატანილი და ჯერჯერობით არცერთი არ გაუშვია.

კომენტარები

ბოლო ამბები