Thumbnail

რემზის დუბლმა უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსი 2:0 უნგრეთი
  • უელსელებმა რემზის დუბლით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

უელსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში უნგრეთს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. უელსელთა ორივე გოლი ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ გაიტანა. მან პირველად მე-15 წუთზე გამოიჩინა თავი, როდესაც გარეთ ბეილის ჩაწოდების შემდეგ ბურთი თავური დარტყმით უნგრეთის კარში გადაგზავნა.

აარონ რემზის გოლი უნგრეთის ნაკრების კარში

აარონ რემზის გოლი უნგრეთის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

რემზიმ მეორედ თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა და უელსი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ბრიტანული ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. წინა ევროპის ჩემპიონატზე უელსმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და იქ პორტუგალიასთან დამარცხდა.

აარონ რემსის დუბლი უნგრეთის ნაკრების კარში

აარონ რემსის დუბლი უნგრეთის ნაკრების კარში

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

უელსმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე უელსის ჯგუფში ხორვატია გავიდა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს 2:1 სძლია.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებების შთამბეჭდავი მოგებები.

ჰოლანდია 5:0 ესტონეთი

გოლები: 1:0, 3:0, 4:0 ვეინალდუმი (6, 66, 78), 2:0 აკე (18), 5:0 ბოადუ (87)

გერმანია 6:1 ჩრდილოეთ ირლანდია

გოლები: 1:1, 3:1, 4:1 გნაბრი (19, 47, 60), 2:1, 5:1 გორეტცკა (43,73), 6:1 ბრანდტი (90)

სლოვაკეთი 2:0 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 ბოჟენიკი (19), 2:0 ჰამშიკი (86)

პოლონეთი 3:2 სლოვენია

გოლები: 1:0 შიმანსკი (3), 1:1 მატავჟი (14), 2:1 ლევანდოვსკი (54), 2:2 ილიჩიჩი (61), 3:2 გორალსკი (81)

ლატვია 1:0 ავსტრია

გოლი: ოშსი (65)

ჩრდილოეთ მაკედონია 1:0 ისრაელი

გოლი: 1:0 ნიკოლოვი (45)

ბელგია 6:1 კვიპროსი

გოლები: 0:1 იოანუ (14), 1:1, 6:1 ბენტეკე (16,67), 2:1, 3:1 დე ბრუინე (35,41), 4:1 კარასკო (44), 5:1 კრისტოფორუ (ავტოგოლი 51)

სან მარინო 0:5 რუსეთი

გოლები: 0:1 კუზიაევი (3), 0:2 პეტროვი (19), 0:3 მირანჩუკი (49), 0:4 იონოვი (56), 0:5 კომლიჩენკო (78)

შოტლანდია 3:1 ყაზახეთი

გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (34), 1:1, 3:1 მაკგინი (48, 90), 2:1 ნეისმიტი (64)

კომენტარები

ბოლო ამბები