Thumbnail

'სუსტებთან დროს არ უნდა ვანიავებდეთ' - ხორვატიის თავკაცი მატჩის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზლატკო დალიჩი მატჩის შემდეგ
  • ხორვატიის მწვრთნელს სუსტებთან სპარინგი არ სურს

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის ბოლო მატჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან გამართა და 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხორვატთა თავკაცმა ზლატკო დალიჩმა შემდეგი თქვა:

ზლატკო დალიჩი: "კარგია, წლის მოგებით დასრულება. ვფიქრობ, თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი კარგი რამ მოხდა და დავინახეთ. პერიშიჩმა და რებიჩმა სრულად ითამაშეს, მაშინ, როცა კლუბებში პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ. ბევრი შანსი შევქმენით და ეს კარგია.

იმედი მაქვს, რომ ვლაშიჩისა და იურანოვიჩის ტრავმები არ არის სერიოზული. ჩემი აზრით, ამ უქმეებზე ისინი უკვე მწყობრში იქნებიან.

ეს წელი შეუძლებელია ამაზე უკეთესი ყოფილიყო. ევროპის ჩემპიონატზე გავედით, პრობლემები კი უმნიშვნელო გვაქვს. 

ევროპის ჩემპიონატის წინ ძლიერი მეტოქეები გვესაჭიროება. არ გვაქვს დრო სუსტებთან გასანიავებლად. ჩვენ გვინდა ბელგიის, გერმანიისა და იტალიის დონის მეტოქეები. მე ამას აუცილებლად მოვითხოვ. მხოლოდ ძლიერებთან მატჩებში გამოჩნდება, სად ვართ და რა შეცდომებს ვუშვებთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები