Thumbnail

U17 | ელიტრაუნდში გოლის გაუტანლად! - პორტუგალიაში მიზანი მიღწეულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 0:0 ალბანეთი
  • 17-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას აგრძელებს

პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ წრეში მთავარ ამოცანას თავი გაართვა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვრთნის - ელიტრაუნდში გავიდა.

მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 0:0 დაუზავდა ალბანეთის ნაკრებს, 4-გუნდიან მე-8 ჯგუფში 2 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო წრეში, იგივე ელიტრაუნდში, 13 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავიდა, მათ შორის საქართველოც.

ჩვენმა გუნდმა ჯერ უკრაინასთან 0:2 წააგო, შემდეგ პორტუგალიას 0:0 დაუზავდა და ბოლოს ალბანეთსაც ამ ანგარიშით დაუზავდა. საუკეთესო მესამეადგილოსნების რეიტინგში ბოლოადგილოსანთან (ამ შემთხვევაში ალბანეთთან) წაგება არ ითვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები