Thumbnail

‘იუვენტუსი ჩემი სახლია’ - ბონუჩიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეონარდო ბონუჩიმ იუვენტუსთან ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივა
  • 2024 წელს იგი 37 წლის იქნება

ლეონარდო ბონუჩიმ ტურინის იუვენტუსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 32 წლის მცველის ახალ ხელშეკრულებას ვადა 2024 წლამდე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუჩი იუვეში კიდევ 5 სეზონს გაატარებს.

“ეს ისტორიული, დაუვიწყარი მომენტია. მე ვალში ვარ ფაბიო პარატიჩისთან, პაველ ნედვედთან, ყველა თანაგუნდელთან და ქომაგებთან. იუვენტუსი ჩემი სახლია. ახალი კონტრაქტი ადასტურებს, რამდენად ერთგული ვარ იუვენტუსის და რამდენად მაფასებენ ამ კლუბში. იმედი მაქვს, რომ დიდხანს ვითამაშებ, ბევრს გავიტან და ტიტულებს მოვიგებ,” - განაცხადა ბონუჩიმ.

ლეონარდო ბონუჩის დებიუტი მილანის ინტერში, 2005 წელს შედგა. ორი სეზონის შემდეგ მან მილანური კლუბი დატოვა და ტრევიზოში, პიზასა და ბარიში გამოდიოდა, 2010 წლიდან კი იუვენტუსის ფეხბურთელია. 2017/2018 წლებში მან ერთი სეზონი მილანში გაატარა, რის შემდეგაც იუვეში დაბრუნდა. ბონუჩი 2010 წლიდან იტალიის ნაკრებში თამაშობს.

ამ სეზონში მან სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლის გატანა შეძლო და 2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა. იუვენტუსი ცხრილს 32 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები