Thumbnail
  • U18. საქართველო 2:1 ფინეთი
  • გიორგი მიქაძის ნაკრებმა ფინელ თანატოლებს ორივე მატჩი მოუგო

საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი მიქაძის ნაკრებმა ფინელ თანატოლებს ბოლო სამ დღეში 2 მატჩი მოუგო.

🇬🇪🇫🇮 18 წლამდელებმა ფინელი თანატოლები მეორე ამხანაგურ შეხვედრაშიც დაამარცხეს.

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება შეძლეს.

სამპოს მიერ 33-ე წუთზე გატანილ გოლს ნოდარ ლომინაძემ 53-ე წუთზე უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ზურაბ ერაძემ გაიტანა, რომელმაც თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ფინელებთან მე-2 შეხვედრაც მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები